უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი დღეიდან ოფიციალურად ძალაში შევიდა. კანონში არსებული ნორმები, ყველა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციას საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას ავალდებულებს. 84 დეპუტატის მიერ მიღებუბული კანონის ამოქმედების ფაქტს ოპოზიცია, პოლიტიკურ ნონსენსად აფასებს და სახელისუფლებო გუნდის მხრიდან რეპრესიული ზომების გატარებას ელის. უმრავლესობის წარმომადგენლები კი იმ გარემოებებზე საუბრობენ, რომელმაც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების აუცილებლობა განაპირობა. მათი შეფასებით არაერთი ფაქტით დადატურდა, რომ მესამე სექტორი არა საზოგადოების არამედ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს და ცდილობს ქვეყნის ინტერესები დააზიანოს.