ამერიკული მხარის მიერ საქართველოს მთავრობისთვის პირდაპირი ფინანსური დახმარებას შეჩერებას საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ეხმაურება. ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია, კონკრეტულად რომელი პროექტი ან რომელი ფინანსური დახმარება შეაჩერა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას შეფასებები მოყვა პოლიტიკურ პარტიებშიც. ქართული ოცნება სახელმწიფო დეპარტამენტის ნაბიჯს გაუგებარს უწოდებს, ოპოზიცია კი ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის გაფუჭებაზე სრულ პასუხისმგებლობას მმართველ ძალას აკისრებს.