საქართველოში რუსეთიდან იმაზე მეტი პირი შემოვიდა, ვიდრე გავიდა. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში შემოსვლის 1 815 779 შემთხვევა აღირიცხა, 1 746 687-მა კი პირიქით დატოვა ქვეყანა - აღნიშნულია შსს-ს საზღვრის კვეთის სტატისტიკაში.მონაცემების თანახმად, საანგარიშო პერიოდში საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ყველაზე მეტჯერ რუსეთიდან გადმოკვეთეს. ამ პერიოდში საქართველოში რუსეთიდან 21 205 ვიზიტორით მეტი შემოვიდა, ვიდრე გავიდა. კერძოდ, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში რუსეთიდან 439 638 პირი შემოვიდა, გასვლით კი - 418 442 მოქალაქე გავიდა. საზღვრის კვეთის რაოდენობით, მეორე ადგილზეა თურქეთი, საიდანაც საზღვრის გადმოკვეთის 417 363 შემთხვევა აღინუსხა, გასვლით კი 413 433 ადამიანი გავიდა.