თბილისში ბინების გაყიდვების 76% საქართველოს მოქალაქეებზე მოდის - შემცირდა რუსეთის მოქალაქეების წილი, ისრაელის კი გაიზარდა, კვლევის ფარგლებში 14 სისტემური დეველოპერი გამოიკითხა და თბილისში 67 მიმდინარე სამშენებლო პროექტი მოიცვა. გამოკითხვის მიხედვით, მიმდინარე წლის ივნისში დინამიკა გაუმჯობესდა და ბინების გაყიდვები 17.7%-ით გაიზარდა წინა თვესთან შედარებით, როცა კლება გამოწვეული იყო დასვენების დღეების სიუხვით და ქვეყანაში არსებული არასტაბილურობით. ივნისში გაყიდვების გაუმჯობესება აღსანიშნავია იმ ფონზე, რომ მსყიდველუნარიანი მოსახლეობის დიდი ნაწილი ევრო 2024-ის დროს ქვეყანაში არ იმყოფებოდა. კვლევაში ასევე ვკითხულობთ, რომ წლის პირველ ნახევარში უძრავი ქონების გაყიდვების 76% საქართველოს მოქალაქეებზე მოდის. გაყიდვებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ისრაელის მოქალაქეების წილი 4%-დან 11%-მდე, როცა რუსეთის მოქალაქეების წილი 8%-დან 2%მდე შემცირდა.