„თბილისში გასაქირავებელი ფასი შესამჩნევად შემცირდა“ - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვაშია ნათქვმია. უფრო კონკრეტულად, ივნისში დედაქალაქში ერთი კვადრატული მეტრის გასაქირავებელი საშუალო ფასი 11 დოლარსა 60 ცენტს გაუტოლდა. კვლევის თანახმად, ფასი თვის ჭრილში 3.3%-ით, ხოლო წლიურად 8.3%-ით არის შემცირებული. რაც შეეხება გაყიდვებს, „თიბისი კაპიტალის“ კვლევის თანახმად, ივნისში დედაქალაქში 2 903 ბინა გაიყიდა, საშუალო შეწონილი ფასი კვადრატულზე 1 178 დოლარი იყო. ბაზრის მოცულობამ ამ პერიოდში 222 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 21%-იანი კლებაა.