კამალა ჰარისს სურს, რომ ახლა ცნობილი იყოს როგორც შავკანიანი, ასე რომ, არ ვიცი ის ინდოელია თუ შავკანიანი? - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ჩიკაგოში, შავკანიან ჟურნალისტთა ეროვნული ასოციაციის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ამასთან, ჟურნალისტებთან შეხვედრისას დონალდ ტრამპი ABC News-ის კორესპონდენტს, რეიჩელ სკოტს დაუპირისპირდა და სკოტი „უხეშად წარდგენაში“ დაადანაშაულა, როდესაც წარსულში შავკანიანებისა და შავკანიანი ჟურნალისტების კრიტიკის შესახებ სკოტმა დონალდ ტრამპს შეკითხვა დაუსვა.