თეირანში, „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს სამგლოვიარო ცერემონია მიმდინარეობს. სამგლოვიარო მსვლელობას ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ხამენეი გაუძღვება. ირანში გამართული სამგლოვიარო ცერემონიის შემდეგ ისმაილ ჰანიეს ცხედარს კატარში გადაასვენებენ და მას ხვალ დოჰაში დაკრძალავენ. „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი, ისმაილ ჰანიე გუშინ თეირანში, საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა. „ჰამასი“ ჰანიეს მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებს. ისრაელის მედიის ცნობით, რეგიონში არსებული დაძაბულობის ესკალაციის ფონზე ამერიკულმა და ბრიტანულმა ავიაკომპანიებმა, ისრაელის მიმართულებით ფრენები დროებით შეაჩერეს.