პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ორი ქართველი სპორტსმენი ძიუდოისტი ილია სულამანიძე და მოკრივე ლაშა გურული იასპარეზებენ. შეგახსენებთ, საქართველოს ამ დროისთვის ოლიმპიადაზე ორი მედალი აქვს. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი კი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში 28 სპორტსმენი ასპარეზობს.