ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია. ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს გადამწყვეტ შეხვედრაში მეტოქეობას უწევდა მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი იაპონელი მურაო სანშირო. ოქროს მედლისთვის შეხვედრაში ლაშა ბექაურმა მეტოქე იპონით დაამარცხა და პირველი ქართველი ძიუდოისტი გახდა, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონობა ორგზის იზეიმა.