გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული თევზის სახეობა - ზუთხი მოქალაქემ სამტრედიის მუნიციპალიტეტში მდინარე რიონზე, ხის ნავიდან, 35 ერთეული ანკელარის გამოყენებით მოიპოვა. ზუთხის უკანონოდ მოპოვების შედეგად გარემოს 6 500 ლარზე მეტი ოდენობის ზიანი მიადგა. ვინაიდან ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მასალები შესაბამის უწყებაშია გადაგზავნილი.