აშშ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონზე მეტი დოლარის პირდაპირ დახმარებას აჩერებს. ოფიციალური ვაშინგტონი გადაწყვეტილების მიზეზად, საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელ ქმედებებსა და განცხადებებს ასახელებს. პარტნიორების გადაწყვეტილებას მმათველი გუნდი გულდასაწყვეტს უწოდებს. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული 32 წლიანი ურთიერთობის დაზიანებაზე პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება.