საბერძნეთში, ევიას კუნძულზე, პისონას რაიონში ძლიერ ხანძარს ებრძვიან. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სტიქიური უბედურების გამო, ოთხი დასახლებული პუნქტიდან ევაკუაცია დაიწყო. ადგილზე მობილიზებულია 120 მეხანძრე, 40 სახანძრო მანქანა, 11 თვითმფრინავი და 6 ვერტმფრენი. ადგილობრიივ ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძრის გავრცელებას ხელი ძლიერმა ქარმა შეუწყო, რაც სალიკვიდაციო სამუშაოებსაც აფერხებს.