ვენესუელაში მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციები გრძელდება. არჩევნების დასრულების შემდეგ ქვეყნის ლიდერმა ნიკოლას მადურომ საპრეზიდენტო ვადა კიდევ 6 წლით გაიხანგრძლივა. ხალხი და ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და დიქტატორის გადადგომას მოითხოვს. ათობით ათას დემონსტრანტს მადუროს რეჟიმმა სპეცრაზმელები დაუპირისისპირა, რასაც შეტაკებები და მსხვერპლი მოჰყვა. მადურო პრეზიდენტის პოსტს 11 წელია იკავებს. ირანთან, ჩინეთთან და რუსეთთან მჭიდრო კავშირების გამო კი საერთაშორისო სანქციების ქვეშაა მოქცეული. დემონსტრაციების დროს ათობით აქტივისტი დაშავდა.