ბაკურციხე-წნორის 18 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობა დაასრულდა და გზა ავტოტრანსპორტისთვის გაიხსნა. ასფალტ-ბეტონის 2-ზოლიან მაგისტრალურ გზაზე პირველად გამოიყენეს ენერგოეფექტური მზის პანელები. ახალი გზა გვერდს უვლის მჭიდროდ დასახლებულ ქალაქ წნორსა და 6 მიმდებარე სოფელს. ამიერიდან ბაკურციხე-წნორის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს აღარ მოუწევს წნორში და მიმდებარე სოფლებში გავლა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების სტანდარტს. ბაკურციხე-წნორის მაგისტრალური გზის მშენებლობა საქართველოს მთავრობისა და აზიის განვითარების ბანკის ერთობლივი დაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 87 მილიონი შეადგინა.