„როიტერის“ ინფორმაციით, ინდოეთში, კერალას შტატში მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 150-ს გადააჭარბა, 187 პირი დაკარგულად ითვლება. ეს ტურისტებში პოპულარულ შტატში ყველაზე მასშტაბური ბუნებრივი კატასტროფაა 2018 წლის შემდეგ. ინდოეთის არმიის ცნობით, სამხედროებმა ათასი ადამიანის გადარჩენა შეძლეს. ძლიერი წვიმით გამოწვეულმა მეწყერმა რეგიონის მთავარი ხიდი წაიღო, რაც სამძებრო-სამაშველო ოპერაციას ართულებს. ხიდი სტიქიის ზონას უახლოეს ქალაქთან აკავშირებდა. სამხედროებმა დროებითი ხიდის მშენებლობა დაიწყეს. სტიქიის შედეგად დაზიანებული ან დანგრეულია 350-მდე საცხოვრებელი სახლი.