Politico-ს ინფორმაციით, ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ევროკავშირის ერთობლივ განცხადებას უნგრეთმა ვეტო დაადო. Politico-ს ცნობით, ევროკავშირის სახელმწიფოებს სურდათ, ვენესუელის საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული შედეგების შესახებ, რომლის მიხედვითაც საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა, ერთობლივი განცხადება გაევრცელებინათ, თუმცა უნგრეთმა ან ნაბიჯს ვეტო დაადო. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ვენესუელაში ჩატარებული არჩევნების შესახებ განცხადება საკუთარი სახელით გაავრცელა.