ირანის პრეზიდენტი, მასუდ ფეზეშქიანი თეირანში, საჰაერო თავდასხმის შედეგად, „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს დაღუპვას ეხმაურება. მისი თქმით, ირანი ტერორისტ ოკუპანტებს აიძულებს, რომ თავიანთი მხდალი საქციელი ინანონ. ამასთან, ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, ირანი ვალდებულია ისმაილ ჰანიეს სიკვდილის გამო შური იძიოს. შეგახსენებთ, ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია გუშინ გაიმართა და მას „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერები ესწრებოდნენ. „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი, ისმაილ ჰანიე თეირანში, საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა. საუდის არაბეთის მედიის ინფორმაციით, კატარის დედაქალაქ დოჰაში მას პარასკევს დაკრძალავენ.