სურსათის ეროვნული სააგენტო ადგილობრივ და იმპორტულ ხილსა და ბოსტნეულში, ქიმიურ დამაბინძურებლებს იკვლევს. სააგენტოს ინსპექტორებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით 150-ზე მეტი ნიმუში აიღეს. კვლევის შედეგად, პესტიციდების ნარჩენები, აგრეთვე ტყვიის, კადმიუმის, სპილენძის, თუთიისა და რადიონუკლიდების გადაჭარბებული შემცველობა არ გამოვლენილა; ნიტრატების შემცველობა დასაშვებ ნორმას აღემატება 13 შემთხვევაში - კარტოფილის, კომბოსტოს, ჭარხლის, ყვავილოვანი კომბოსტოსა და ნესვის ნიმუშებში. ბიზნესოპერატორებს დაევალათ მავნე სურსათის რეალიზაციის აღკვეთა, ბაზარზე განთავსებული პროდუქტის გამოთხოვა და ამ მიზნით მიღებული ზომების შესახებ სააგენტოს ინფორმირება.