საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის შეხვედრას ირანის ახალ პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანთან ოპონენტები აკრიტიკებენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ ირაკლი კობახიძის რიგით მეორე ვიზიტი ირანში მტრულად განწყობილი ქვეყნის, რუსეთის ინტერესებს ემსახურება და საქართველო საერთაშორისო იზოლაციისკენ მიყავს. თავად პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტიის სხვა წევრები კრიტიკის საფუძველს ვერ ხედავენ. რა არგუმენტებს უპირისპირებენ ხელისუფლების წარმომადგენლები ოპონენტების ბრალდებებს.