"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების შემდეგ საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა დანიამაც დაიწყო. ოპოზიციონერი დეპუტატის თეონა აქუბარდიას განცხადებით, დანიამ საქართველოს მთავრობასთან დაგეგმილი აქტივობები შეაჩერა. ოპოზიციურ სპექტრში ფიქრობენ, რომ თუ "ქართული ოცნება" საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კვლავ ხელისუფლებაში დარჩება, ქვეყანა საბოლოოდ საერთაშორისო იზოლაციამდე მივა.