ჰელსინკის კომისია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის სახელზე წერილს აქვეყნებს, რომელშიც ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ ინდივიდუალური ფინანსური სანქციების დაწესებას ითხოვს. დოკუმენტში, რომელსაც კონგრესმენები აწერენ ხელს, ხაზგასმულია, რომ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მხოლოდ სავიზო შეზღუდვები საკმარისი არ არის. საკითხთან დაკავშირებით განცხადებები გაკეთდა ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან.