ამერიკის შეერთებული შტატების სენატში საქართველოს ხელისუფლების მიმართ ისევ კრიტიკული გზავნილები გაკეთდა - სენატორებმა "ქართული ოცნება" მოქალაქეების ნების წინააღმდეგ მოქმედებაში დაადანაშაულეს და დამატებითი საპასუხო ზომების მიღება დაანონსეს. აცხადებენ, რომ გაუგებარია რატომ იქცევა საქართველოს ხელისუფლება კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერის საწინააღმდეგოდ, რომელიც ქვეყნის დასავლურ ინტეგრაციას ეხება. სენატში გაკეთებულ მწვავე განცხადებებს უკვე უპასუხა მმართველმა პარტიამ. შეფასებები გაკეთდა ოპოზიციურ სპექტრშიც.