აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას სირცხვილს უწოდებს. მისი თქმით, თუ ლოს ანჯელესის 2028 წლის ოლიმპიადის დროს პრეზიდენტი იქნება, ღონისძიებაზე „საიდუმლო სერობა“ არ იქნება წარმოდგენილი ისე, როგორც ეს პარიზში იყო. შეგახსენებთ, პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე მწვავე კრიტიკა მოჰყვა სცენას, რომელსაც კრიტიკოსები „საიდუმლო სერობის“ პაროდიად აფასებენ.