რუსული ძალების თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. გასულ 24 საათში ოკუპანტებმა უკრაინაზე 71 საჰაერო დარტყმა მიიტანეს. რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიებზე უპილოტო საფრენი აპარატების საშუალებით 340 თავდასხმა განახორციელეს. ამასთან, გენშტაბის ინფორმაციით, ფრონტის ხაზზე ჯამში 108 საბრძოლო შეტაკება მოხდა. არსებული ინფორმაციით, დიდია მტრის დანაკარგებიც, უკრაინული თავდაცვა, რუსების ცოცხალი ძალისა და იარაღის კონცენტრაციის ადგილებზე შეტევებს წარმატებით ახორციელებს.