ისრაელმა ბეირუთი დაბომბა. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ბეირუთში განხორციელებული თავდასხმის შედეგად, დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მეთაური მოკლეს. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში ნათქვამია, რომ ლიკვიდირებულია „ჰეზბოლას“ მეთაური ფუად შუქრი, რომელიც დაჯგუფების ლიდერის, ჰასან ნასრალას სამხედრო მრჩეველი და “მარჯვენა ხელი” იყო. როგორც ისრაელში აცხადებენ, სწორედ ფუად შუქრი ხელმძღვანელობდა გოლანის მაღლობზე განხორციელებულ თავდასხმას. ისრაელის მიერ ბეირუთზე განხორციელებულ იერიშს აშშ გამოეხმაურა. ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა, საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს. როგორც მან აღნიშნა, პრობლემის დიპლომატიურ გადაწყვეტაზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს.