აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებითა და ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით, შაორის ბანაკმა აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს უმასპინძლა. ხუთდღიანი საბანაკე პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საკვანძო კომპეტენციების განვითარებისთვის მიმართულ საგანმანათლებლო, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებსა და შეხვედრებში მიეღოთ მონაწილეობა. ბანაკის მიზანია ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაცია, მათი ფიზიკური და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ეროვნული და ევროპული ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა. პროექტში მონაწილეობა, აფხაზეთიდან დევნილმა 100-მდე ახალგაზრდამ მიიღო.