ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო სემინარს უმასპინძლა. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა თბილისში, საქართველოს ეროვნულ ბანკთან და ფინანსთა სამინისტროსთან პარტნიორობით, ჩაატარა ეროვნული სემინარი თემაზე: „მაკროეკონომიკური ანალიზი/ფინანსური პროგრამირება და პოლიტიკა. სემინარს საერთაშორისო სავალუტო ფონდის კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის რეგიონული შესაძლებლობების განვითარების ცენტრის წამყვანი ანალიტიკოსები უძღვებოდნენ. სემინარი მიზნად ისახავდა საჯარო მოხელეებისთვის მაკროეკონომიკური ანალიზისა და პროგნოზირების შესაძლებლობების განვითარებას.