სამხრეთ ინდოეთში მეწყერს, სულ მცირე, 36 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ფრანს-პრესი“ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
ინდოეთის შეიარაღებული ძალების განცხადებით, მეწყერი კერალას შტატში ჩამოწვა, რომელმაც ასობით ადამიანი მოიყოლა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ 36 ადამიანის გარდაცვალება დაადასტურა.
შემთხვევის ადგილზე მაშველები მუშაობენ, თუმცა სამაშველო სამუშაოებს ძლიერი წვიმა აფერხებს.