საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროპელ დიპლომატებთან შეხვედრას ოპოზიცია ეხმაურება. ამბობენ, რომ რეალურად საუბრის მთავარი თემა არა 9 რეკომენდაცია არამედ ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი იყო. მათივე განცხადებით, მანამ სანამ ქართული ოცნება ხელისუფლებაშია ევრორეკომენდაციების შესრულებაზე საუბარი აბსურდულია. ხელისუფლების ოპონენტებისთვის გაუგებარია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის მიზანი, იმ ფონზე როდესაც საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში პრორუსულ პოლიტიკას ატარებს.