თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი გაიმართა. ექსპრეზიდენტმა დისტანციური ჩართვის დროს პოლიტიკური განცხადებები გააკეთა. მან მოახლოვებულ საპარლამენტი არჩევნებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ„ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებისა და ძალადობისთვის ემზადება, თუმცა ამის უფლებას არ მისცემენ. როგორც სააკაშვილი აცხადებს, „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების და ფულის დაკარგვის ეშინია, ქართველ ხალხს კი ქვეყნის დაკარგვის