თურქეთის რამდენიმე პროვინციაში ტყის ხანძრებს ებრძვიან. სტიქია ანტალიის, იზმირის და გაზიანთეპის პროვინციაში მძვინვარებს. მედიის ინფორმაციით, რამდენიმე ადგილას ხანძრის კერები ლოკალიზებულია. ხანძრის ქრობაში 8 თვითმფრინავი, 6 შვეულმფრენი და 22 სახანძრო მანქანა მონაწილეობს. თურქეთის სამხრეთით ხანძარი 20 ჰექტარზეა მოდებული. მედიის ცნობით საჭირო გახდა ადგილობრივების ევაკუაციაც. ხანძარმა ჯამში 80 ჰექტარი ტყე უკვე გაანადგურა.