სამედიცინო დაწესებულებების მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით დაფინანსების მოდელის მიმდინარეობის საკითხზე, მორიგი სამუშაო შეხვედრა, ზუგდიდში გაიმართა. სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონის სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე შეხვდნენ. შეხვედრაზე, DRG-ის დაფინანსების სისტემა, არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრების გზები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა, რეგიონში არსებული კლინიკების საჭიროებებზე, ასევე - სამედიცინო მომსახურების განვითარებისთვის საჭირო მექანიზმებზე.