სვანეთში დაკარგული ორი მოქალაქე იპოვეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, დაკარგული ახალგაზრდები ოჯახის წევრებს დაეკონტაქტნენ. ისინი უვნებლები არიან. დაბრუნებულები ამბობენ, რომ გზად დათვი შეხვდათ, რის შემდეგაც გზა აერიათ. გოგიტა ფარჯიანის თქმით, ამ დღეების განმავლობაში არავითარი სირთულე არ შექმნიათ. ორი მოქალაქის დაკარგვის შესახებ 112-ში შეტყობინება 24 ივლისს შევიდა. დღეს დილიდან მათი ძებნა-შველის ოპერაციაში ვერტმფრენი ჩაერთო.