ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს შეხვდა. ჰარისმა ნეთანიაჰუსთან შეხვედრას „გულწრფელი და კონსტრუქციული“ უწოდა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი „ურყევი ვალდებულება“ ისრაელის უსაფრთხოების შენარჩუნების მიმართ. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, მტკიცედ მოუწოდა ნეთანიაჰუს, აღმოფხვრას ჰუმანიტარული კრიზისი ღაზაში. კამალა ჰარისმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული მშვიდობიანი გადაწყვეტა კონფლიქტის დასასრულებლად ერთადერთი გზაა.