სვანეთში ორ ახალგაზრდა მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში დილიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების თანამშრომლები, მესამე დღეა მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე, ორი დაკარგული მოქალაქის ძებნა-შველის ოპერაციას ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ. სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი, ასევე დრონები. ადგილზე იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, თემურ მღებრიშვილი. უწყებაში ამბობენ, რომ სამაშველო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა გუშინ მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ მოხერხდა. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ორი მოქალაქის დაკარგვის შესახებ 112-ში შეტყობინება 24 ივლისს შევიდა.