ბელგიაში, ტერაქტის მომზადების ბრალდებით 7 ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ბელგიის ფედერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სხვა საკითხებთან ერთად, ისინი ტერაქტის მომზადებაში არიან ეჭვმიტანილები. თავდასხმის კონკრეტული სამიზნეები ჯერ დადგენილი არ არის“, - განაცხადეს პროკურატურაში.
გამოძიების ფარგლებში ანტვერპენში, ლიეჟში, გენტსა და ბრიუსელში მდებარე 14 სახლში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა.