უკრაინელებისთვის უკვე მიღწევაა, რომ ომისა და რუსული ტერორის მიუხედავად, ოლიმპიურ თამაშებში ვმონაწილეობთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„უკრაინელებისთვის უკვე მიღწევაა, რომ ომისა და სრულმასშტაბიანი რუსული ტერორის მიუხედავად, ჩვენ მოვემზადეთ და თამაშებში ვმონაწილეობთ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინამ პარიზში, ოლიმპიური თამაშებისთვის ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მცირე რაოდენობის, 140 უკრაინელი სპორტსმენისგან შემდგარი გუნდი გაგზავნა.
შეგახსენებთ, პარიზის ოლიმპიური თამაშები ხვალ, 26 ივლისს გაიხსნება.