„საქართველოს ეროვნული ბანკის“ მიერ პროსპექტის დამტკიცების შემდეგ,  „ლიბერთი ბანკმა“  ოცდახუთი მილიონი დოლარის ოდენობის საინაუგურაციო საჯარო სუბორდინირებული სავალო ფასიანი ქაღალდის ემისიის პროცესი დაიწყო - Palitra News

„საქართველოს ეროვნული ბანკის“ მიერ პროსპექტის დამტკიცების შემდეგ,  „ლიბერთი ბანკმა“  ოცდახუთი მილიონი დოლარის ოდენობის საინაუგურაციო საჯარო სუბორდინირებული სავალო ფასიანი ქაღალდის ემისიის პროცესი დაიწყო

2024-07-25 13:44:33+04:00

„საქართველოს ეროვნული ბანკის“ მიერ პროსპექტის დამტკიცების შემდეგ, „ლიბერთი ბანკმა“ ოცდახუთი მილიონი დოლარის ოდენობის საინაუგურაციო საჯარო სუბორდინირებული სავალო ფასიანი ქაღალდის (ე.წ. „ობლიგაციის“) ემისიის პროცესი დაიწყო. ფასიანი ქაღალდის ემისია განხორციელდება საჯარო განთავსების გზით 2024 წლის 8 აგვისტოდან და გამიზნული იქნება გათვითცნობიერებულ ინვესტორებზე. ტრანზაქციის ამოცანაა ბანკისთვის მეორადი კაპიტალის მოზიდვა. ფასიანი ქაღალდის ემისიის განთავსების, გადახდისა და კალკულაციის აგენტი „ალფა კაპიტალ ედვაიზორია“; ხოლო ტრანზაქციის იურიდიული მრჩეველი „იურიდიული ფირმა ბიელსი“. აღსანიშნავია, რომ „ლიბერთი აგრძელებს ინსტიტუციონალურ განვითარებას და ყალიბდება კომპლექსურ ფინანსურ ინსტიტუტად. ამ გზაზე, ბანკი მზად არის მოიზიდოს დაინტერესებული ინვესტორები, რომლებსაც ექნებათ საშუალება წარმატებული ისტორიის მონაწილეები გახდნენ.