გაზის ჭკვიანი მრიცხველების დამონტაჟება სავალდებულო ხდება.
ყველა თვითმმართველ ქალაქში, 2024 წლის 1-ელი ოქტომბრის შემდეგ, გაზმომარაგების კომპანიაში შეტანილი განაცხადის საფუძველზე, ბუნებრივი აირის ჭკვიანი მრიცხველი უნდა მოეწყოს. რაც შეეხება დანარჩენ მუნიციპალიტეტებს, ვადად 2025 წლის 1-ელი ივლისი განისაზღვრა. თუმცა, დადგენილი ვადები მხოლოდ ახალ კორპუსებს ეხება.
სემეკის დადგენილებაში ვკითხულობთ, რომ „დაბალი წნევის 0-დან10 კუბ.მ/სთ-მდე სიმძლავრის მომხმარებელი უფლებამოსილია, არსებული აღრიცხვის კვანძის ნაცვლად, განაწილების ლიცენზიანტს მოსთხოვოს ჭკვიანი მრიცხველის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, თუ შეუძლებელია სისტემის ოპერატორის მიერ ჭკვიანი აღრიცხვის სისტემით აღრიცხვის მონაცემების დისტანციურად გადაცემა)“. აღსანიშნავია ისიც, რომ ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის მსურველმა განაცხადის წარდგენამდე ჭკვიანი მრიცხველის საფასურის ნახევარი წინასწარ უნდა გადაიხადოს, დანარჩენი კი დამონტაჟებიდან 10 დღის ვადაში. მომხმარებლის წნევის საფასურის მიხედვით ჭკვიან მრიცხველს სხვადასხვა ფასი აქვს და 10 კუბ.მ/სთამდე 450 ლარიდან 600 ლარამდე მერყეობს. შესაბამისად, რაც უფრო მაღალია ბუნებრივის აირის მიწოდების წნევა, მრციხველის საფასურიც იზრდება და დაბალი წნევის შემთხვევაში მაქსიმალური ღირებულება 9200 ლარს, საშუალო წნევის შემთხვევასი კი 25 ათას ლარსაც კი აღწევს. გარდა იმისა, რომ ჭკვიანი მრციხველი მონაცემების დისტანციურად წაკითხვა-გადაცემის შესაძლებლობებს იძლევა, ასევე შესაძლებელია დისტანციურად ბუნებრივი აირის ჩართვა და გათიშვა, რაც მნიშვნელოვანი ფუნქციაა ბუნებრივი აირის ქსელიდან ან და დანადგარებიდან გაჟონვის პრევენციისთვის