სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი მოსკოვში ჩავიდა. Reuters-ის ინფორმაციით, ასადი კრემლში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. ოფიციალური შეხვედრის დროს პუტინმა ასადს განუცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში კვლავ დაძაბული ვითარებაა, რას გამოც თანამშრომლობა აუცილებელია. თავის მხრივ, ასადმა აღნიშნა, რომ სირიასა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 80 წლის გასვლის შემდეგ ქვეყნები ურთიერთობას აღრმავებენ. რუსეთისა და სირიის ლიდერები ერთმანეთს ბოლოს 2023 წელს მოსკოვში შეხვდნენ.