რუსეთში, კალუგის ოლქში „მი-28“ ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის წევრები დაიღუპნენ.
„მი-28“ ტიპის ვერტმფრენი ფრენას კალუგის ოლქის ჟიზდრინსკის რაიონში ახორციელებდა.
წინასწარი ინფორმაციით, ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა.