ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ წინასაარჩევნო გარემო არჩევნების მოახლოებასთან ერთად უფრო მეტად გაუარესდება. ისინი ფიქრობენ, რომ ამომრჩეველთა ხმების მითვისების მიზნით „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს. ხელისუფლების ოპონენტები 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ საპარლამენტო არჩევნები რეფერენდუმის მნიშვნელობისაა და მოქალაქეებმა არჩევანი პრორუსულ და პროევროპულ ძალებს შორის უნდა გააკეთონ.