დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს პარასკევს, ფლორიდაში შეხვდება.
შეგახსენებთ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში იმყოფება და ოთხშაბათს აშშ-ის კონგრესის წინაშე სიტყვით გამოვა.