„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის გრძელვადიანი შეფასების მისია დაიწყო - Palitra News

„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის გრძელვადიანი შეფასების მისია დაიწყო

2024-07-24 15:29:29+04:00

„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის გრძელვადიანი შეფასების მისია დაიწყო. NDI-ის გრძელვადიანი შემფასებლების გუნდი 5-ი ანალიტიკოსის, მისიის ხელმძღვანელისა და მათი თანაშემწეებისგან შედგება. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ცნობით, გრძელვადიანი ანალიტიკოსები თბილისში მიმდინარე კვირაში ჩამოვიდნენ და საქართველოში ნოემბრის ჩათვლით დარჩებიან.