„ლელოს“, „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ და მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ გაერთიანებას „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილიც შეუერთდა. „ლელოში“ ახალი პოლიტიკური ცენტის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე საუბრობენ და არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს მომავალში მათ გაერთიანებაში ახალი სახეებიც ვიხილოთ. მედიაში ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია პარტია „ლელოსა“ და „გახარია - საქართველოსთვის“ გუნდის შესაძლო გაერთიანებაზეც.