რუსებმა ხარკოვი დაბომბეს, არის მსხვერპლი - Palitra News

რუსებმა ხარკოვი დაბომბეს, არის მსხვერპლი

2024-07-24 09:52:43+04:00

რუსებმა ხარკოვი დაბომბეს, არის მსხვერპლი, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე და ხარკოვის მერზე, იგორ ტერეხოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

იგორ ტერეხოვის ცნობით, რუსებმა ხარკოვის ერთ-ერთი რაიონის ინდუსტრიულ ზონას S-300 რაკეტებით დაარტყეს, რის შედეგადაც, ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

ოლეგ სინეგუბოვის გაცხადებით, რუსების მიერ დილით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა.

შემთხვევის ადგილზე შესაბამისი საგანგებო სამსახურების სპეციალისტები მუშაობენ.