"რესპუბლიკელი" კონგრესმენის, ტომ კინის განცხადებით, “ქართული ოცნების” ლიდერის მუქარა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ კარგად შეესაბამებოდა უხეირო დიქტატორს და არა აშშ-ის ახლო პარტნიორს. ამის შესახებ მან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოსა და მოლდოვაში მიმდინარე წლის არჩევნებამდე არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე გამართულ მოსმენაზე განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ ოქტომბერში იმედიანად იქნება, რადგან სჯერა, რომ საქართველოსა და მოლდოვაში მოსახლეობას საკუთარი ქვეყნების კრემლის სურვილებისთვის კიდევ ერთხელ დამორჩილება არ სურს.
აღნიშნულ საკითხს დემოკრატიული პარტიის კონგრესმენი, უილიამ კიტინგიც შეეხო. როგორც მან განაცხადა, საქართველოს მთავრობის ქმედებები პასუხის გარეშე არ დარჩება. მისივე თქმით, აშშ-ი ქართველი ხალხის მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს. კიტინგის განცხადებით, “ქართული ოცნების” მთავრობა ჩინეთთან შეთანხმებების გაფორმებით იმას ეთანამშრომლება, ვინც საქართველოს ოკუპანტს მხარს უჭერს.