187 ათასზე მეტი ადამიანი საქათველოში სესხს ვერ იხდის. ბანკების მიმართ არსებული დავალიანება კი 43 მილიარდ ლარს აღწევს. კრედიტინფოს ინფორმაციით, საქართველოში მსესხებლების 9,7%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება. საერთო ჯამში საუბარია, 2 მილიარდ ლარზე მეტი მოცულობის ვადაგადაცილებულ კრედიტზე. თუმცა, ისიც უნდა ითქვს, რომ ე.წ. შავ სიაში მყოფი კრედიტორიების რაოდენობა მცირედით, თუმცა თვიდან თვემდე მცირდება. მაგალითად, მხოლოდ აპრილიდან თებერვალმდე პერიოდში ვალაუვალი კრედიტორების რაოდენობა 2472-ით შემცირდა. გასული წლის დეკემბერში კი ე.წ. შავ სიაში 200 ათასზე მეტი ადამიანი ირიცხებოდა. რაც შეეხება ზოგადად სავალო ტვირთს, საერთო ჯამში, ივნისის მდგომარეობით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 931 746 ადამიანს აქვს, ჯამში დაახლოებით 47 მილიარდი ლარის მოცულობის. აღსანიშნავია, რომ მსესხებლების 81.8% საბანკო სექტორზე მოდის, ვადაგადაცილება კი ბანკის მსესხებლების 6.1%-ს უფიქსირდება, რაც რაოდენობრივად 96 054-ს შეადგენს. ბანკებზე მეტი გადახდისუუნარო კრედიტორი ჰყავთ ამასთან, ეროვნული ბანკის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტებს, როგორიცაა მიკროსაფინანსოები და სესხის გამცემი სხვა კომპანიები. ვადაგადაცილება ამ საფინანსო ინსტიტუტების 108 449 მსესხებელს უფიქსირდება. 5000 ზე მეტი ადამიანი ვალს ვერ უბრუნებს, სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიებს.