იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის თავმჯდომარემ სახიფათო და დამაზიანებელ პრეცედენტად შეაფასა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება - კიდევ რაზე გაამახვილა ყურადღება გურამ იმნაძემ - Palitra News

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის თავმჯდომარემ სახიფათო და დამაზიანებელ პრეცედენტად შეაფასა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება - კიდევ რაზე გაამახვილა ყურადღება გურამ იმნაძემ

2024-07-23 12:12:16+04:00

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის თავმჯდომარემ, გურამ იმნაძემ, სახიფათო და დამაზიანებელ პრეცედენტად შეაფასა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება შეჩერდა. იმნაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებით ზიანი ადგება არამხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტსა და მის ეფექტიანობას, არამედ მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის მიმართ ისედაც დეფიციტური ნდობა, უფრო მეტად მცირდება. კიდევ რაზე გაამახვილა ყურადღება გურამ იმნაძემ