ხაშურში ახალი იუსტიციის სახლი გაიხსნა - ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე დაესწრო - როგორც მან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ყოველი ახალი იუსტიციის სახლი, ეს არის მეტი ადამიანის განხორციელებული უფლება და მეტი დასაქმების ადგილი, რაც, მინისტრის შეფასებით, მეტ განვითარებას გულისხმობს. მან პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ბრეგაძემ აღნიშნა, რომ იუსტიციის სახლები ყოველდღიურად დაახლოებით 20 000 ადამიანს ემსახურება. ამ საკითხს ქვეყნის პრემიერიც გამოეხმაურა -მან განაცხადა, რომ ხაშურელებს იუსტიციის სახლში 500-მდე საზოგადოებრივი მომსახურება მიეწოდებათ.